Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
მახინჯაურში მაშველებმა დრონის დახმარებით მამაკაცი გადაარჩინეს (ვიდეო) – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მახინჯაურში მაშველებმა დრონის დახმარებით მამაკაცი გადაარჩინეს (ვიდეო)

183
დრონი

მახინჯაურში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, 29 წლის ადგილობრივი მამაკაცი გადაარჩინეს.

ახალგაზრდა კაცი ზღვაში, 3 ბალიან შტორმში შევიდა და გამოსვლას ვეღარ ახერხებდა, რა დროსაც მოქალაქემ დაინახა და სანაპირო ზოლზე მყოფ სამაშველო დანაყოფს მიმართა.

“გადარჩენის ოპერაციაში დაუყოვნებლივ ჩაერთო მაშველი დრონის ოპერატორი და სამაშველო კატერი. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი სანაპიროზე უვნებლად გაიყვანეს.

ტექნოლოგიური სიახლე, მაშველი დრონი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, წელს, 2019 წლის საზღვაო სეზონზე დანერგა. მაშველი დრონები სანაპირო ზოლზე პატრულირებისთვის და შტორმის დროს სამაშველო ოპერაციისთვის გამოიყენება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე. არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს. მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში.

მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები.” – წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავცრლებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები