LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მევიოლინე, ალტისტი და დირიჟორი – „გრემის“ 21 გზის ნომინანტი პინჰას ცუკერმანი

450
pinkas-cukerman

პინჰას ცუკერმანი პოლონელი ებრაელების ოჯახში დაბადებული ლეგენდარული მუსიკოსია. მის ოჯახი მეორე მსოფლიო ომის კატასრტოფას ბეწვზე გადაურჩა.

მამა პროფესიონალი მევიოლინე იყო და ვარშავის ფილარმონიის ორკესტრთან მუშაობდა, ამიტომ ვიოლინოზე დაკვრაც პატარა პინჰასმა 5 წლის ასაკში დაიწყო. ოჯახი  ამერიკაში საცხოვრებლად 1962 წელს გადავიდა და პინჰასმა სწავლა ,,ჯულიარდის მუსიკალურ სასწავლებელში” გააგრძელა. აქედან იწყება მისი მუსიკალური კარიერაც.

დღეს მიიჩნევა, რომ პინჰას ცუკერმანი ერთნაირად წარმატებულია, როგორც მევიოლინე, ალტისტი და დირიჟორი. ის უდიდეს დროს უთმობს ახალგაზრდა მუსიკოსებთან მუშაობას. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ლონდონში, ნიუ-იორკსა და ბევრ სხვა ქალაქში ახალგაზრდული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა.

ის მანჰეტენის მუსიკალურ სკოლაში აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა. გახლავთ ბრიტანეთის სამეფო ორკეტრის მთავარი მოწვეული დირიჟორი.

ცუკერმანის ყველაზე ცნობილ გამოსვლებს შორისაა 2018-1019 წლებში სამეფო ფილარმონიის ორკესტრთან ერთად ჩატარებული კონცერტების სერია გერმანიაში, ნიდერლანდებსა და შვეიცარიაში. სულ პირველი წარმატება კი ცუკერმანთან ჯერ კიდევ 60-იან წლებში მოვიდა, როდესაც ის ნიუ-იორკის პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებული გახდა, მალევე შედგა მის დებიუტი ნიუ-იორკის ფილარმონიულ ორკესტრთან, 1971 წელს კი, მისი პირველი სოლო კონცერტი გაიმართა.

70-იანი წლებიდან ცუკერმანი სადირიჟორო საქმიანობას იწყებს. ბრიტანეთის კამერულ ორკესტრთან დებიუტის შემდეგ , ის უკვე მსოფლიოს წამყვანი ორკეტრების დირიჟორიც ხდება.

ზოგადად პინჰას ცუკერმანის დისკოგრაფიაში ასზე მეტი ჩანაწერია, ის ორჯერ გახდა „გრემის“მფლობელი, ჯამში კი 21-ჯერ იყო წარგენილი ამ ჯილდოზე.


პინჰას ზუკერმანის საოცარ შესრულებას ვიოლინოზე ქართველი მსმენელი ,,წინანდლის კლასიკური მუსიკალური ფესტივალის” ფარგლებში 11 სექტემბერს მოისმენს. მას აკომპანიმეტს კანადელი ვიოლონჩელისტი ამანდა ფორსითი და ამერიკელი პიანისტი ჯორჯ ლი გაუწევენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები