LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 საარჩევნო ცლილებება, რომელსაც “ქართული ოცნება” გეგმავს

128
65962899-2057622901205475-9023454065278844928-n

პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების პროექტი წარადგინა.

არჩილ თალაკავაძის განცხადებით, 2020 წლის არჩევნებისთვის გამარტივდება პარტიად რეგისტრაცია და 5 ათასი ხელომოწერა საკმარისი იქნება. რაც შეეხება პარტიების დაფინანსების საკითხს, თალაკვაძის თქმით, სისტემა შეიცვლება “უფრო სამართლიანი და ობიექტური მოდელით და პარტიები დაფინანსებას არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად მიიღებენ.მისივე განმარტებით, მცირე პარტიები მიიღებენ შედარებით მეტ დაფინანსებას.

“შეიცვლება პარტიების დაფინანსების სისტემა უფრო სამართლიანი და ობიექტური მოდელით, სადაც პარტია, რომელიც თუნდაც ერთ მანდატს მოიპოვებს პარლამენტში, დაფინანსებას მიიღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად, ახალი გამჭვირვალე და მარტივად გასაგები ფორმულით”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ცვლილებების თანახმად, უფასო საერთო დრო სამართლიანად, თანაბრად განაწილდება პოლიტიკურ პარტიებზე, დაუშვებელი იქნება ერთი პარტიის მიერ საკუთარი დროის გადაცემა სხვა პარტიისთვის. სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა კი, თანაბრად იქნება შესაძლებელი.

ამასთან, როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, 2020 წლის არჩევნებში ეტლით მოსარგებლე პირებს უფლება ექნებათ ხმის მისაცემად თავად შეარჩიონ ადაპტირებული საარჩევნო უბანი.

„არაუგვიანეს არჩევნებამდე ექვსი დღისა  თითოეული ოლქი ვალდებული იქნება, რომ მინიმუმ ორი ადაპტირებული უბანი ჰქონდეს”, — აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ

გარდა ამისა, მმართველ გუნდს დაგეგმილი აქვს შემდეგი ცვლილებები:

  • კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომლის თანახმად არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით 2020 წელს;
  • პარლამენტში შესული პარტია, რომელსაც არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის ეყოლება – კვლავაც მიიღებს 30%-იან დანამატს;
  • ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასევე ქვედა დონის საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდება 13 წევრისგან, რომელთაგან 7 წევრს კომისიაში პოლიტიკური პარტიები შეიყვანენ ისე, რომ ოპოზიციას გარანტირებულად ექნება მეტი ადგილი კომისიებში, ვიდრე მმართველ პარტიას;
  • წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობა და კონტროლი იქნება უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე და ნაკლებ ბიუროკრატიული
  • გამარტივდება საარჩევნო დავებთან დაკავშირებული პროცედურები და ცესკო, კომუნიკაციების ეროვნული კომისია და სასამართლო ვალდებული იქნებიან სამართალდარღვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ 10 დღის ვადაში;
  • დარეგულირდება ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესი: ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ბათილად მიჩნეული, თუ მონიშნული არ იქნება არცერთი / ან მონიშნული იქნება ერთზე მეტი საარჩევნო სუბიექტი; ჩვენი მხრიდან არის პოლიტიკური ნება და მზადყოფნა, გავატაროთ ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეფორმა.

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი შეხვედრებს განაგრძობს. დღეს იწყება კონსულტაციების მესამე ეტაპი, რომელშიც ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები იქნებიან ჩართულნი. არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” მზადაა ამ რეფორმისთვის, თუმცა მათ ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები