LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სხვის თვალში ბეწვის შემჩნევაში გაიწაფეთ ბოლო შვიდი წელია და საქმე სულ გვერდით გრჩებათ – გიორგი ისაკაძე ხელისუფლებას მიმართავს (ვიდეო)

413
ისაკაძეე

„ფორბსის კვირას“ წამყვანმა გიორგი ისაკაძემ გადაცემაში ლარის გაუფასურებაზე ისაუბრა და ხელისუფლებას მიმართა: “სხვის თვალში ბეწვის შემჩნევაში გაიწაფეთ ბოლო შვიდი წელია და საქმე გასაკეთებელი სულ გვერდით გრჩებათ”, განაცხადა ისაკაძემ.

სეზონის დასასრულს წამყვანმა მაყურებელს ლარის განვითარების შესახებ ვიდეოკლიპიც წარუდგინა. მისი თქმით, ეს მუსიკალური კლიპი  სიმღერაზე – „ჩემი საქართველო აქ არის“,  ქვეყანაში შექმნილ პროცესს ასახავს, რაც ქართულ ეკონომიკაში ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ვითარდება.

„ვიდრე სტატისტიკას ცვლით, მინდა გადახედოთ და დატკბეთ, როგორ ვითარდებოდა, თითქმის 24 წლის ლარი, კარგა ხანი გამოსული თინეიჯერობიდან, დაბადების დღიდან დღემდე და იქნებ მანდ მაინც აღმოაჩინოთ დირე საკუთარ თვალებში, რადგან სხვის თვალში ბეწვის შემჩნევაში გაიწაფეთ ბოლო შვიდი წელია და საქმე გასაკეთებელი სულ გვერდით გრჩებათ. უფრო სწორედ ქვეყნის საქმე თორემ, პირადი? პირადი გაგიხარია…

ამ ჩვენ პარლამენტარების უმეტესობას, იმდენად კარგად გამოსდის ბიზნესის კეთება, რომ დროა მიიღონ საუკეთესო გადაწყვეტილება და გაანახევრონ, ან თუნდაც 100 კაცამდე დაიყვანონ პარლამენტართა რაოდენობა. ამას მხოლოდ ხარჯის გამო არ ვამბობ, მინიმუმ 50 ადამიანით შემცირდება მავნე ზეგავლენა ქვეყნის განვითარებაზე. განვითარება, რომელიც ასე გვაკლია და ცხადაია ხარჯზეც არაფერს ვამბობ. 

არც ერთი ქვეყანა არ აშენებულა უპასუხისმგებლო ბიზნესზეც. ქვეყანა ვერ აშენდება, თუ არ იქნება სამართალი და კანონის უზენაესობა,“– მიმართა ისაკაძემ საქართველოს ხელისუფლებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები