LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დანაშაული არ ჩამიდენია – რომ მჭირდებოდეს, ჩადენის დროსაც, ძალიან კარგი იურისტი ვარ და შემიძლია კვალი არ დავტოვო" – გვარამია

160
seryw4u7347

„რუსთავი2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა  გვარამია, თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა. გვარამია ადვოკატთან ერთად იმყოფება.

„რასაც მკითხავენ იმას ვუპასუხებ, თან რაც მახსოვს იმას, იმიტომ, რომ არის საუბარი 2015 წელზე, ეკონომიკურ და ფინანსურ საქმიანობაზე. როგორც იცით ყველა კომპანიაში არის ფინანსური ხელმძღვანელობის საქმე. რაც მახსოვს ყველაფერზე ვიტყვი, ავხსნი. პრობლემა არ მაქვს. მე ვიცი, რომ დანაშაული არ ჩამიდენია. ისე რომ მჭირდებოდეს იურისტი ვარ და შემიძლია კვალი არ დავტოვო. თან ძალიან კარგი იურისტი ვარ შეგახსენებთ. მით უმეტეს უდანაშაულობის შემთხვევაში არანაირ კვალებს არ ვტოვებ,“-განაცხადა  ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია ბრალის წაყენებას და დაკავებას არ გამორიცხავს.

პროკურატურამ გამოძიება სამაუწყებლო კომპანიის 9 პროცენტიანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის საჩივრის საფუძველზე დაიწყო.

საუბარია დიდი ოდენობით თანხის მითვისების, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ქონების გადამალვასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები