LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 ივნისიდან „ჩემი ცოლის დაქალების“ გუნდი ახალ სერიალს იწყებს

106

„ფორმულა კრეატივი“, „ჩემი ცოლის დაქალებთან“ ერთად, მაყურებელს მეორე სერიალსაც შესთავაზებს, რომელიც 8 ივნისიდან გავა „რუსთავი 2“-ის ეთერში, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, საღამოს ათ საათზე. შესაბამისად, „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ და „პროფილი“, რომლებიც ამ დღეს, საღამოს ათ საათზე იწყებოდა, ერთი საათით გვიან გადაიწევს.

„ხელოვნური სუნთქვა“ სამედიცინო სერიალი და გაჩნდა შეკითხვა, ხომ არ იქნება ის „გრეის ანატომიის“ მსგავსი, რომელიც ამ ჟანრის სერიალებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მაღალრეიტინგული პროდუქტია.

სერიალის ოფიციალური გვერდი ამ შეკითხვას ასე პასუხობს: „გრეის ანატომია აბსოლუტურად განსხვავებული ჟანრისა და შინაარსის მქონე სერიალია. არ ვბაძავთ, მით უმეტეს ასე პირდაპირი კოპირებით არ მივბაძავდით და არც დგას ამის საჭიროება, არაჩვეულებრივი სცენარისტები გვყავს“.

ცნობილია, რომ „ხელოვნურ სუნთქვაში“ ერთ-ერთ მთავარ როლს მსახიობი თორნიკე გოგრიჭიანი შეასრულებს.

https://www.youtube.com/watch?v=b4I5ZHP8C_Q

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები