საქართველოს რამდენიმე მსხვილ ქალაქში, მათ შორის: ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, გორში, რუსთავსა და თელავში 100 ახალი ავტობუსი, სავარაუდოდ, წლის ბოლოდან შევა.
პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. Ebrd ოფიციალურ ვებგვერდზე წერს, რომ პროექტის მიზანია თითოეულ ქალაქში ავტობუსების მომსახურების რეგულარული სისტემა აამოქმედოს.
პროექტის საერთო ღირებულება 11 მილიონ 800 ათასი ევროა. რაც შეეხება ევრობანკს, ის საქართველოს 10 მილიონი ევრო გამოუყოფს.
ამ საკითხზე “იბიარდის” ბორდი 15 ოქტრომბერს იმსჯელებს.