LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში რესტორანი ”ბეღურა” გაიხსნა

312

თბილისში, ვერის პარკში,  რესტორანი ”ბეღურა” გაიხსნა. როგორც ”ფორტუნას” ”ბეღურას” მენეჯერმა მირანდა ცაავამ განუცხადა, რესტორანი საკუთარ კლიენტებს ქართულ ტრადიციულ კერძებს სთავაზობს, რომლებიც ოჯახური რეცეფტებით მზადდება.  ამასთან, მისივე ინფორმაციით, ”ბეღურაში” მისულ სტუმრებს  საშუალება ეძლევა დააგემოვნონ  ლეგენდარული ”ვერა სტეიკ ჰაუსის” საუკეთესო  სტეიკები.

”თქვენს განკარგულებაშია როგორც კომფორტულად მოწყობილი დარბაზი, ასევე ღია ტერასა ვერის ბაღის შუა გულში. ამასთან, ჩვენთან შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში როგორც გარე ტერასაზე,  ასევე დარბაზში დიდ ეკრანზე და დააგემოვნოთ ლუდის მენიუ 20 ლარად, ერთ პერსონაზე”, – აღნიშნა ცაავამ.

მისივე ინფორმაციით, ”ბეღურა” 10:00-01:00 საათამდე მუშაობს. რესტორანში ამ ეტაპზე 30 ადამიანია დასაქმებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები