LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაფე “კივიში” მომხდარ ინციდენტს ამერიკელი მუსიკოსი მობი ეხმიანება

89

მუსიკოსი მობი ვეგანურ კაფე „კივის“ ულოცავს, რომ შეძლო, გამკლავებოდა ნაციონალისტ თავდამსხმელებს და საქართველოში ვეგანიზმს, ტოლერანტობას და ადამიანის უფლებების დაცვას უწყობს ხელს, ამის შესახებ მობი „ფესბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

„კივიზე“ თავდასხმა 29 მაისს მოხდა. კაფეში მყოფი ადამიანები იხსენებენ, რომ ულტრანაციონალისტები სოსისებითა და მწვადებით შეიჭრნენ კაფეში და იქ მყოფ პირებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ფაქტს გამოხმაურება მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოჰყვა, ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტი გააშუქა „ბიბისიმ“, „დეილი მეილმა“, „ინდეფენდენთმა“.

შსს-ში აცხადებენ, რომ ცემის ფაქტზე საქმეა აღძრული. მომხდართან დაკავშირებით, ჯერ-ჯერობით, არავინ დაუკავებიათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები