LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბიტურიენტების 13% ჩაიჭრა, მაქსიმალური ქულა კი ვერავინ მიიღო – ზოგადი უნარები რთული აღმოჩნდა

1926
Career-Testing-1030x687

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზოგადი უნარების გამოცდის სტატისტიკურ ანალიზს აქვეყნებს. 

ზოგადი უნარების შედეგები გამოქვეყნდა

შედეგების ნახვა აბიტურიენტებს როგორც ვებგვერდი ისე SMS-ის საშუალებითაც შეუძლიათ.

ზოგადი უნარების ტესტში 80 ქულიდან ყველაზე მაღალი 79 ქულა დაფიქსირდა. მაქსიმალური ქულა არავის აუღია. 

79 ქულა ორმა აბიტურიენტმა მე-3 და მე-4 ვარიანტებში მიიღო. 

ზოგადი უნარების ოთხივე ვარიანტში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტთა 87,1%-მა გადალახა, შესაბამისად გამოცდაზე გასული აბიტურიენტების 12,9% ჩაიჭრა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში, ეს ყველაზე ცუდი შედეგია: 2017 წელს მაქსიმალური ქულა არ დაწერილა, თუმცა 79 ქულა 8 აბიტურიენტმა მიიღო,  2018 წელს კი ერთმა აბიტურიენტმა მაქსიმალური 80 ქულის აღებაც მოახერხა.

ყველაზე მეტი აბიტურიენტი პირველ ვარიანტში ჩაიჭრა, სწორედ ამ ვარიანტში ვერ გადალახა ზღვარი აბიტურიენტების 13.73%-მა.

მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – გამსვლელი ქულა I და III ვარიანტებში – 22 ქულა, II და IV ვარიანტში კი 24 ქულა იყო.

2019 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული ზოგადი უნარების ტესტების შედეგები გამოქვეყნდა. შედეგების ნახვა აბიტურიენტებს როგორც ვებგვერდზე ისე SMS-ის საშუალებითაც შეუძლიათ.

სისტემაში შესასვლელად, აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საიდენტიფიკაციო ნომერი. შედეგებთან ერთად იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა.

რაც შეეხება SMS-ის შედეგების გაგებას, აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან საკუთარი საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გაგზავნოს ნომერზე 93 333 (საფასური 50 თეთრი).

სააპელაციო განაცხადების მიღება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდებზე: www.naec.ge; online.naec.ge

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები