LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

606
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:00-დან 17:21 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა მოდუნებული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს სახიფათო და ავარიული სიტუაციების შექმნის მიზეზი.

აკონტროლეთ ბიუჯეტი და მოერიდეთ ზედმეტ ხარჯს. არ ღირს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, რათა ზედმეტად არ გაგიტაცოთ პესიმიზმა და ნეგატიურმა ფიქრებმა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, პარფიუმერიის, კოსმეტიკის და საჩუქრების შესაძენად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, შემოქმედებითი საქმიანობისა და ახალი სამსახურის მოსაძიებლად. არ ღირს ნიშნობისა და ქორწინების დანიშვნა, ფინანსური და სავაჭრო გარიგებების გაფორმება და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – აკონტროლეთ არტერიული წნევა და გაუფრთხილდით გულს, მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას, გარუჯვას და მზის აბაზანებს. ეცადეთ ზედმეტად არ გადატვირთოთ კუჭი მძიმე საკვებით. არ ღირს ოპერაციის ჩატარება დასუსტებულ ხერხემალსა და კუჭზე.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, მწვანე, ბეჟი და ნარინჯისფერი, ასევე ბრილიანტი, მთის ბროლი, ქარვა, სერდოლიკი, სარდიონი და იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, დადებითი კოსმოსური ძალების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი იქნება დღე ლომისა და სასწორისთვის, შედარებით რთული დღე ელით კირჩხიბს და თხის რქას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები