LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენმ–ს წევრს სასამართლომ ივანიშვილის სახლთან მდებარე კამერებთან მიახლოება აუკრძალა

129
courts-598x430

აჭარის უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ელგუჯა ბაგრატიონს, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან კამერის დაზიანების გამო, ოზურგეთის საქალაქო სასამართლომ 4 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან 20 მეტრი რადიუსში კამერებთან მიახლოება აეკრძალა. სასამართლომ ელგუჯა ბაგრატიონს ოზურგეთის პოლიციაში ყოველ კვირა გამოცხადებაც დაავალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ოზურგეთის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ მიიღო.

აქცია  სახელწოდებით – “გააღვიძე ბიძინა” შეკვეთილში ივანიშილის სახლთან ერთი თვეა იმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები