მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 07:32-დან 17:19 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა მოდუნებული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს სახიფათო და ავარიული სიტუაციების შექმნის მიზეზი.
ხვალინდელი ახალმთვარეობის წინ არ ღირს ახალი საქმის დაწყება. მაქსიმალურად აკონტროლეთ ბიუჯეტი, რადგან არაა გამორიცხული დაუშვათ სერიოზული ფინანსური შეცდომები. მოერიდეთ კრიტიკულ შეფასებებს და სარკასტულ გამონათქვამებს, ეცადეთ არ აჰყვეთ გარშემომყოფთა პროვოკაციას, რისი ალბათობა დღეს განსაკუთრებით მაღალია.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ვაჭრობისა და მსხვილი საყიდლების გასაკეთებლად, ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, ნაკლებად იღბლიანი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, სესხის ასაღებად და საცხოვრებლის შესაცვლელად.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია შეაფერხებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის გამართულ მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს, კუჭს და გულს.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი (დღის პირველ ნახევარში), წითელი, ყვითელი და ლურჯი (დღის მეორე ნახევარში), ასევე ზურმუხტი, რაუხტოპაზი, აგატი და მარგალიტი დღის პირველ ნახევარში), ბრილიანტი, ქარვა და სარდიონი (დღის მეორე ნახევარში) გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, დადებითი კოსმოსური ძალების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებები ელით კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ ლომი, სასწორი, მშვილდოსანი და მერწყული.