LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს : ვეგანურ კაფეში მომხდარი ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობს

111

ვერცხლის ქუჩაზე მდებარე ვეგანურ კაფეზე მომხდარი ინციდენტის  გამოძიება მიმდინარეობს, ამის შესახებ „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს ხალხის გამოკითხვა, რომლის დასრულების შემდეგ, თუ ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთება, პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

კაფე „კივიზე“ თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გუშინ სოციალური ქსელებით გავრცელდა.

„მივედი კივიში, ვერცხლის ქუჩაზე ძაან საყვარელი და გემრიელი ვეგეტარიანული კაფეა, შევუკვეთე 2 ბურგერი და 2 ლიმონათი, დავჯექი და ველოდებოდი ანას, თან ანიმაციური ფილმი გაუშვეს კედელზე და ვუყურებდით… იყო სიმშვიდე და კარგი სიტუაცია, ამ დროს კაფეში შემოვიდა ნაცისტური დაჯგუფების 10 ყ.. და შემოყარეს კაფეში სოსისები, შამფურით მწვადები და დაიწყეს ხმამაღლა ყვირილი. ბარმენმა და მიმტანმა, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ უთხრეს გაჩუმებულიყვნენ ან გასულიყვნენ გარეთ. ატყდა შეხლა-შემოხლა, დანების ტრიალი, მზარეულს გაუხეთქეს წარბი, დაასისხლიანეს, მიმტანი გოგო ითრიეს თმებით, აფეთქდა მაშხალები, მოვარდნენ მეზობლები, რომლებიც მოითხოვდნენ სიწყნარეს და სულ ფეხებზე ეკიდათ, ვინ იყო მართალი. ვიღაც აივნიდან გამოდგა და ჰაერში ისროდა! იმედი მაქვს გაზის იარაღით… მოვიდა პატრული, 10 ყ.. უკვე გაქცეული იყო… პატრულმა იმის გამო, რომ ბარში მომსახურე პერსონალს და სტუმრების უმეტესობას პირსინგები, დრედები და იროკეზები ჰქონდა, ჩათვალა, რო ჩვენ ვიყავით კონფლიქტის ინიციატორები, 2 კამერაა იქვე და იმედია ნახავენ ჩანაწერს და გაიგებენ რაც მოხდა. მოკლედ ყველაფერი საშინელება გამიგია ამ ქვეყანაში, მარა – „ხორცს რატო არ ჭამ ბიჭოოო???“ – ეგეთი აღარ გამიგია! – „ხორცს რატო არ ჭამ ბიჭოოო??? მოდი მიკბინე, მიკბინეეე!!!“ – 13 წელია ხორცი არ მიჭამია, მარა ასეთი არ გამიგია და რა ვქნა,“ – წერს „ფეისბუქის“ მომხმარებელი ნონო ანთიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები