Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
Tradewithgeorgia – ახალი შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tradewithgeorgia – ახალი შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის

132
trade

პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“  ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ სააგენტო “აწარმოე საქართველოში“  თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა. პროექტის ერთ-ერთი მიმართულებაა ონლაინ რესურსის tradewithgeorgia-ს ხელშეწყობა და იმ შესაძლებლობების გაცნობა, რომელსაც ინოვაციური რესურსი ქართულ ბიზნესებს სთავაზობს.

პლატფორმა www.tradewithgeorgia.com წარმოადგენს ინტერნეტ კატალოგს, რომელიც საშუალებას აძლევს ქართველ ბიზნესმენებს და მეწარმეებს ინფორმაცია საკუთარი პროდუქციის  შესახებ რაც შეიძლება ფართო აუდიტორიას გააცნოს და საკუთარი სერვისი, ან პროდუქცია ქვეყნის საიმიჯო კატალოგში განათავსოს.  თავის მხრივ პროექტის მიზანია მაქსიმალურად მეტ საერთაშორისო იმპორტიორს, სავაჭრო ქსელის წარმომადგენელსა და ბიზნეს ორგანიზაციას მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების შესახებ. ასევე დააკავშიროს ერთმანეთთან ქართული და უცხოური  ორგანიზაციები და დაინტერესებულ მხარეებს გაუმარტივოს წვდომა, როგორც ქართულ საექსპორტო პროდუქტებსა და  სერვისებზე.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, როგორც პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი და  მხარდამჭერი, აქტიურადაა  ჩართული საიტის პოპულარიზაციასა და ფრომოუშენში.

საიტზე რეგისტრაცია უფასოა და იგი ხელმისაწვდომია  საქართველოში მოქმედი ბიზნეს ორგანიზაციებისთვის, რომლებიც შეავსებენ და ატვირთავენ ინფორმაციას პლატფორმაზე WWW.TRADEWITHGEORGIA.COM. დეტალური ინფორმაცია საიტზე რეგისტრაციის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://geclose2eu.info/?m=128

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები