თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ოფიციალურად დღეს, 10:00 საათზე წარედგინება. როგორც „ფორტუნას“ „დღის თემაში“ ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განაცხადა, იმ ვიდეოკადრებში, რის საფუძველზეც ოქრუაშვილი დააკავეს, მისი ბრალეულობის ნიშნები არ იკვეთება. მისივე თქმით, თავად ექსმინისტრი ამ ყველაფერს რუსთავი 2-ის საქმეს უკავშირებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ავრცელებს ინფორმაციას, რომირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკაშირებით დააკავეს. მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავებიან.