LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. მარშუტკა, რომელიც თავისივე ბოლში იკარგება და აღარ ჩანს [ვიდეო]

222
marshutkaboli

„ფეისბუქგვერდი“ ჩემი ქალაქი მკლავს ვიდეოს ავრცელებს, სადაც რამდენიმე წამის განმავლობაში, მხოლოდ დიდი რაოდენობით ბოლი ჩანს. 

“მარშუტკების” ნაწილს გადაადგილება აეკრძალა

2018 წლის 3 იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირებისის ფარგლებში, შემოწმების შედეგად, 858 სატრანსპორტო საშუალებას გადაადგილება აეკრძალა, მათ შორის ყვითელი მიკროავტობუსებიც მოხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ “ბიზნესპრესნიუსი” ავრცელებს. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის შალვა ურიადმყოფელის ინფორმაციით, ყვითელი სამარშრუტო ტაქსების გარკვეულ რაოდენობას გადაადგილება აეკრძალა და ისინი შეკეთებას არ ექვემდებარებიან. რაც შეეხება ტექინსპექტირების სტატისტიკას, 38 199 სამგზავრო და სატვირთო ავტოსატრანსპორტო […]

ვიდეოს დასასრულს ჩნდება ყვითელი მიკროავტობუსი, რომელიც ამ ბოლს გამოყოფს.

გვერდი წერს, რომ ეს დღეს თბილისის პირველი პრობლემაა.

„ფაქტი იმისა რომ მერია დღეს არ მუშაობს, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო !!!

შეცვალეთ ეს ყვითელი ჯართები, გახადეთ ხილული კვამლი დაჯარიმებადი და თქვენ ეს ქალაქი დაგაფასებთ !!

ეგო გვერდით გადადეთ და საქმე აკეთეთ !!!

ესაა დღეს თბილისის N 1 პრობლემა…“ – წერს „ფეისბუქგვერდი“ ჩემი ქალაქი მკლავს.

ნახეთ ამ თემაზე: ჰაერის დაბინძურება – N1 პრობლემა თბილისისთვის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები