LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 რამ, რასაც ადამიანთან დაშორების მერე ვსწავლობთ

393

საყვარელ ადამიანთან დაშორება რომ რთულია ამას ბევრი მტკიცება არ ჭირდება. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ დასრულდა ურთიერთობა, ცივილურად თუ ხმაურიანი სცენებით, რადგან ორივეს ერთი შედეგი აქვს: ცრემლები, უძილობა და ალკოჰოლი.

რამდენიმე თვეში, (შესაძლოა ზოგს წელიწადი ან მეტიც დასჭირდეს) გამოვდიართ მწუხარების მდგომარეობიდან და ნათლად ვაანალიზებთ ყოფილი შეყვარებულის უარყოფით მხარეებს და ვხვდებით ურთიერთობის დასრულების რეალურ მიზეზს. ერთ დღესაც ვაცნობიერებთ, რომ მის გარეშეც ბედნიერი, თავისუფალი და ენერგიით სავსე ვართ. ასევე, ღრმად გვჯერა, რომ მტკივნეული მაგალითი მომავალში აუცილებლად გამოგვადგება და შეცდომებს აღარ დავუშვებთ.

1. შეიყვარე საკუთარი თავი
სანამ სხვას შეიყვარებთ, ჯერ საკუთარი თავი შეიყვარეთ. თუ საკუთარი თავი საკმარისად არ გიყვართ, პირად ურთიერთობაში სირთულეებს წააწყდებთ. ეს სირთულეები გამოიხატება დაუცველობის, უნდობლობის და ეჭვიანობის მტანჯველ შეგრძნებებში.

2. შეისვენე
სიყვარული ზოგის ცხოვრებაში ადრე და ზოგის შემთხვევაში გვიან მოდის. ასევე, არის როგორც ჰარმონიული და უკონფლიქტო ურთიერთობები, ისე დაძაბულობით და ხშირი კამათით სავსე. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დაშორების გადაწყვეტილებამდე მიხვალთ, აუცილებელია შემდგომ პერიოდში თვითგვემას არ მიეცეთ. ნუ დაადანაშაულებთ და ნუ განსჯით საკუთარ თავს. იმუშავეთ სწორი მიმართულებით. იმოგზაურეთ, ბევრი იკითხეთ, ჰობის მისდიეთ, ფილმებს უყურეთ ან გააკეთეთ ის, რისი გაკეთება ყოველთვის გსიამოვნებდათ.

3. დაიწყე ოცნებების ახდება

ბავშვობიდან მოყოლებული ყველას გვაქვს ოცნება და მიზნები, რომელთა მიღწევა გულით გვინდა. ხშირად პირად ცხოვრებაზე ორიენტირებულები, ერთ დროს მტკიცედ დასახულ მიზნებს და სურვილებს ვივიწყებთ. საყვარელ ადამიანთან დაშორების მერე პირველი რაც უნდა გააკეთოთ, ეს დამტვერილ ოცნებებთან მიბრუნება და მათი ახდენისთვის მუშაობაა.

და ბოლოს, შეცდომებზე ვსწავლობთ. სანამ ყოფილ შეყვარებულს ცუდ კონტექსტში მოიხსენიებთ, 1 წუთით დაფიქრდით და მადლობა გადაუხადეთ. უკვე თავისუფლას, თამამად შეგიძლიათ საკუთარი თავი ხელახლა აღმოაჩინოთ, სწორი პრიორიტეტები დასახოთ და ოცნებების ახდენაზე იფიქროთ!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები