LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოიხსნა თუ არა კორცხელის ინციდენტში მონაწილეების პასუხისმგებლობის საკითხი

93

კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, ამის შესახებ შს მინისტრმა განაცხადა.
„თხოვნა მექნება ყველას მისამართით, ზედმეტი ემოციებისგან გათავისუფლდნენ და დაელოდონ გამოძიებას. გამოძიებას აქვს თავისი პროცედურები, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს დაცული. ჩემი განცხადების შემდგომ სპორტსმენები თვითონ გამოცხადნენ შს სამინისტროში, ითანამშრომლეს გამოძიებასთან, აქედან გამომდინარე, მათი დაკავების საფუძველი მე და გამოძიებას აღარ გვქონდა. მიუხედავად ამისა, მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. დაველოდოთ გამოძიებას და ნუ შევქმნით აჟიოტაჟს არაფრის გამო“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები