LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს დელეგაციას ვარშავის სამიტზე გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს

39

საქართველოს დელეგაციას ვარშავის სამიტზე საქართველოს პრეზდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინა იმერლიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრეზიდენტმა მოიწვია, ერთ-ერთი განსახილველი საკითხი სწორედ ვარშავის სამიტი იქნება. იმერლიშვილის ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე ხურჩაში მომხდარ ფაქტსაც განიხილავენ.

„როგორც მოგეხსენებათ, ივლისის დასაწყისში იმართება ვარშავის სამიტი. საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს პრეზიდენტრი გიორგი მარგველაშვილი. ვარშავის სამიტის წინ აუცილებლად იქნება მოწვეული უშიშროების საბჭოს სხდომა, რადგან სწორედ უშიშროების საბჭოს ფორმატია ამ საკითხების განსახილველი ფორმატი. უკვე მიმდინარეობს მზადება ამისთვის. მზადება დაწყებულია სამიტისთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ გავივლით საკითხებს. აუცილებლად იქნება უშიშროების საბჭოს სხდომაზე რეგიონში შექმნილ მდგომარეობაზე მსჯელობა და ასევე იმ ინციდენტზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მოხდა ხურვალეთში. საქართველოს პრეზიდენტი როგორც მოგეხსენებათ იმყოფებოდა სტამბულში, სადაც მსოფლიო ლიდერებს ძალიან მაღლი ტრიბუნიდან მოახსენა ამ ინციდენტის შესახებ“, – განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები