მოკლული დათუნა სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, ეკა ბესელიას პოსტს უძღვნის და მას “ზღვარს გადასულ დეიდას” უწოდებს.
შვილმოკლული მამის გაღიზიანება ეკა ბესელიას პარლამენტთან ხილვამ გამოიწვია. სარალიძე ამბობს, რომ დეპუტატი სამართალს ითხოვს ახლა იქ, სადაც მისი სამართალი ჯერ კიდევ მიუღწეველია.
“მართლა ზღვარს გადასულო დეიდა!!
შვილის გულისთვის ბრძოლის მცოდნე დედა, რომელიც შვილმოკლულ მშობლებს აკრიტიკებდა რბილად რომ ვთქვათ.
დღეს დგას იმ ადგილას, სადაც დღეს კიდევ მიუღწეველი სამართალია და სამართალს ითხოვს????
ბოდიშით ქალბატონო ეკა, მაგრამ ამას უკვე მართლა ზღვარს გადასული ნაძირალა თუ იკადრებდა!!!!
ბოდიშით ქალბატონო ეკა, მაგრამ სისხლი აღარ მოგესმათ????
დღეს 18-ის გახდებოდა ეკა დეიდა ჩემი შვილი, რომლის ჭეშმარიტების ბრძოლის დროს თქვენ მე მაკრიტიკებდით!!!!
ბევრი რამის დაწერა მინდა რას ვფიქრობ დედაზე, რომელმაც ცოცხალი (და არა სადისტურად მოკლული) შვილისთვის ბრძოლა იცის მაგრამ მხოლოდ ერთს ვიტყვი და ამით დავასრულებ!!!!
ვინც კი წინ გადაუდგა სამართლის აღდგენას უფალი არავის ივიწყებს!!!” – წერს ზაზა სარალიძე.
2017 წლის პირველ დეკემბერს, 51-ე სკოლის მოსწავლეები, მეთერთმეტე კლასელები, ლევან დადუნაშვილი და დათო სარალიძე ქალაქის ცენტრში, ხორავას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ადგილზე დაიღუპა. დათო სარალიძის გადასარჩენად ექიმები რამდენიმე საათის განმავლობაში იბრძოდნენ. ის 2 დეკემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის გამო, პარლამენტთან თითქმის ერთი წელი იყო საპროტესტო კარვები გაშლილი, თუმცა სარალიძე ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელი კვლავ თავისუფალია.