LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრი ლარსონი გრეის კელის იმიჯით ფილმიდან „ფანჯარა ეზოში“ (ფოტო)

568
brilarson-news19

„ოსკაროსანმა“ მსახიობმა ბრი ლარსონმა გრეის კელის იმიჯი მოირგო. ის 1954 წელს გადაღებული ლეგენდარული ფილმის „ფანჯარა ეზოში“ ჰოლივუდურ ჩვენებას დაესწრო, სადაც გრეის კელის პერსონაჟად გარდაისახა. ახალ პროფესიონალურ ფოტოებზე ბრი ლარსონი ზუსტად იმ კაბაში პოზირებს, რომელიც გრეის კელის ფილმის საკვანძო სცენებში აცვია. ლარსონმა ვარცხნილობაც ზუსტად გრეის კელის სტილში მოირგო და ის მარგალიტის სამკაულებიც უკეთია, რომელსაც ფილმში ვხვდებით.

ფოტოები ფილმის აპარტამენტებშია გადაღებული და იქ პრაქტიკულად არაფერია შეცვლილი. შეგახსენებთ, რომ ალფრედ ჰიჩკოკის ფილმი „ფანჯარა ეზოში“ „ოსკარის“ ოთხ ნომინაციაზე წარდგენილი კინოსურათია, რომელიც ყველა დროის საუკეთესო დეტექტივების რიცხვშია შესული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები