კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენები შინაგან საქმეთა სამინისტროში შევიდნენ. ადვოკატის თქმით, სპორტსმენები მზად არიან გამოძიებასთან ითანამშრომლონ და ჩვენება მისცენ.
შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელი განცხადების შემდეგ სპორტსმენებმა გადაწყვიტეს თავისი ნებით მივიდნენ შსს-ში და ჩვენება მისცენ. სპორტსმენები აცხადებენ, რომ დასამალი არაფერი აქვთ.
შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შს სამინისტო სასამართლოს უახლოეს დღეებში ან საათებში მიმართავს, რათა კორცხელის ინციდენტში იდენტიფიცირებული პირების დასაკავებლად განჩინება გამოსცეს.მისივე თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება, დაიკითხნენ მოწმეები, ასევე დანიშნულია ექსპერტიზები. შს მინისტრი ინციდენტში მონაწილე მხარეებს მოუწოდებს, ნუ შემოიფარგლებიან მხოლოდ სატელევიზო განცხადებებით და გამოძიებასთან ითანამშრომლონ.