პარლამენტის წინ აქცია ახალი ფორმატით განახლდა. აქციის ორგანიზატორების თქმით, ყოველდღიურად, სიმბოლურ დროს, 20:20 საათზე დაიწყება გადაცემა “სირცხვილია”, რომლის ტრანსლირებაც პირდაპირ ეთერში მოხდება.
შოთა დიღმელაშვილმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ მედია პლურალიზმის მიმართულებით ქვეყანაში ახალი პრობლემები იჩენს თავს, სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნების წარდგენა კი ბევრი ადამიანის წინაშე უნდა მოხდეს, რომლის მიღწევის საშუალებაც მედიაა.
ახალი მედია პროექტის ქრონომეტრაჟი 1 საათია. ეს ანტისაოკუპაციო აქციის 33-ე დღეა. აქციის მონაწილეები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ.