LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bb Company -ის ყავის ქარხანაში ევროპელი ტექნოლოგი ჩამოვიდა

294

Bb Company თბილისში ყავის ქარხანას აშენებს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა ამირან გოგიტიძემ განუცხადა, ქარხანაში შიდა სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულებულია, ასევე დამოტაჟდა მანქანა-დანადგარებიც და ახლა საწარმო, ექსპლუატაციაში შესვლამდე, ბოლო ეტაპს გადის.

”უახლესი დანადგარები იტალიური კომპანიისგან  შევიძინეთ და დავამონტაჟეთ. ამ ეტაპზე კი პროდუქციის შექმნაზე ვმუშაობთ.  ევროპიდან ჩამოვიდა ყავის ტექნოლოგი, რომელიც ჩვენს კადრებს გადაამზადებს და ყავის წარმოებაში კვალიფიკაციას აუმაღლებს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც საწარმომ გახსნამდე უნდა გაიაროს”, – აღნიშნა გოგიტიძემ.

მისივე ინფორმაციით, რთულია წინასწარ განსაზღვრა, თუ როდის დასრულდება უცხოელ ტექნოლოგთან მუშაობა. თუმცა, ვარაუდობენ, რომ Bb Company-ის ყავის ქარხანა ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის ზაფხულში შევა.

”საწყის ეტაპზე ვაპირებთ სამი სახის ყავის წარმოებას: დაბალი, საშუალო და მაღალი ხარისხის. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე იქნება გათვლილი, თუმცა არც ექსპორტზე გასვლას გამოვრიცხავთ”,-  განმარტა კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა.

მისივე თქმით, ყავის ახალი ქარხანა პროგრამის ”აწარმოე საქართველოში” ფარგლებში შენდება და მასში 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.  გოგიტიძის თქმით,  ქარხანა დიღომში, ”გუდვილის” მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება და მასში დაახლოებით 50 ადამიანამდე დასაქმდება.

შპს Bb Company 2002 წელს დაარსდა და აქამდე მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას  სხვადასხვა პროდუქტის იმპორტი წარმოადგენდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები