LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: “ჩვენი რეაგირება იქნება უმკაცრესი ნებისმიერი მოძალადის მიმართ”

97

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ფორტუნა ” უცვლელად გთავაზობთ:

”კიდევ ერთხელ მინდა კატეგორიულად დავგმო ის ძალადობა, რომელიც სამეგრელოს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ამით ზიანი მიადგა პირველ რიგში ქართულ სახელმწიფოს და თითოეულ ჩვენგანს. ამ ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ველოდები, რომ უმოკლეს დროში გამოვლინდება ძალადობაში ეჭვმიტანილი ყველა პირი, რომლებიც კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს. ვინაიდან დღეს არსებული კანონი არ ითვალისწინებს მსგავს ფაქტებზე საკმარისად მკაცრ სასჯელს, ვავალებ იუსტიციის სამინისტროს, სასწრაფოდ, უახლოეს მთავრობის სხდომაზე წარმოადგინოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც გამკაცრდება სანქციები პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებაზე. ხელისუფლება არ დაუშვებს ძალადობას საარჩევნო პროცესში, ჩვენი რეაგირება იქნება უმკაცრესი ნებისმიერი მოძალადის მიმართ, რომელი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერიც არ უნდა იყოს ის. ჩვენი მიზანია, არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიული სტანდარტების დაცვით, თითოეულ მოქალაქეს მიეცეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება და ყველა პოლიტიკური სუბიექტისათვის უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი და კონკურენტული საარჩევნო გარემო”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები