LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თელა“ – ბაზარზე ქათმის ხორცის მწარმოებელი ახალი კომპანია გამოჩნდა

1134
67653123-1350929591722172-9112693899322720256-n

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის ფერმა „თელა“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,500,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან ბენეფიციარმა 960,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღო, ხოლო დანარჩენი თანხა საკუთარი დანაზოგია.

ფერმა თვეში საშუალოდ 50 ტონა ქათმის ხორცს აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე. საწარმოში მუდმივად 15 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ კომპანია სახელმწიფოს მხარდაჭერით გეგმავს ISO:22000-ის გადამამუშავებელი წარმოების საერთაშორისო სერთიფიკატი აიღოს, ასევე მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე იგეგმება სასაკლაოსა და დაფასოების ხაზის დამატებაც, რაც უზრუნველყოფს „თელას“ ბრენდით პროდუქტის მიწოდებას საბოლოო მომხმარებლამდე.

ცნობისთვის, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტისფარგლებში, 200 ახალი საწარმო დაფინანსდა, საიდანაც შიდა ქართლის რეგიონში 26 ახალი საწარმო გაიხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები