Royal Crown Cola- ს ამერიკული წარმატების 111-წლიანი ისტორია საქართველოში გრძელდება. როგორც ”ფორტუნას” ს.ს ”ქართული ლუდის – კომპანიიდან” აცნობეს, აღნიშნული პროდუქტი ბაზარზე თითქმის 3 კვირაა გამოჩნდა, თუმცა მისმა გაყიდვებმა ყველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
”თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბაზარზე მართლაც რამდენიმე დღეა გამოვჩნდით, გაყიდვებით კმაყოფილები ვართ. ყველანაირი გეგმა , რაც გვქონდა ამ სასმელთან დაკავშირებით, არათუ გამართლდა, მოლოდინებს ბევრად გადააჭარბა”, – განაცხადეს კომპანიაში.
როგორც ს.ს ”ქართული ლუდის კომპანიის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ცეზარ ჩოჩელმა აღნიშნა, ამერიკული ბრენდი, რომელიც შეერთებულ შტატებში გაზიან-გამაგრილებელი სასმელების სამეულში შედის, ორიენტირებული იქნება როგორც შიდა მოხმარების ბაზარზე, ასევე იმპორტზეც. ჩოჩელმა აღნიშნა, რომ პროდუქციის პირველი პარტიები აფრიკის კონტინენტზე გაიგზავნება. კომპანიის ხელმძღვანელს იმედი აქვს, რომ საქართველოს ბაზარზე ანალოგების ჩანაცვლება სწორედ ამ ბრენდით მოხდება.
„Royal Crown Cola – ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გამაგრილებელი ”უცვლელი გემო და თავისუფლება – სწორედ ეს თვისებები გამოარჩევს Royal Crown Cola – ს სხვა გამაგრილებელი სასმელებისგან და მას უძველესი ისტორია გააჩნია. სასმელი რომელიც საუკუნეზე მეტია, ამერიკული პოპულარული კულტურის გამორჩეული ნაწილია, საქართველოს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება,“ – განმარტა – Royal Crown Cola- ს ბიზნესის განვითარებისა და მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტმა, მოში კოჰენმა.
შეგახსენებთ, RC Cola -ს წარმოება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯორჯიის შტატში, 1905 წლიდან დაიწყო. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მისი ეროვნულ სასმელად ჩამოყალიბება. საქართველოში კი მისი წარმოება ცოტა ხნის წინ ს.ს ”ქართული ლუდის კომპანიამ” დაიწყო და სასმელიმე რამდენიმე ზომის შეფუთვაში გამოდის.