LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავი 2-ის გუნდი განცხადებას ავრცელებს – რა გეგმა აქვთ თანამშრომლებს

548
rustavi 2

“რუსთავის 2”-ის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ. მიმართვაში ნათქვამია, რომ მოთხოვნის მიუხედავად, სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობაზე მყარი გარანტია არ მიუღიათ. მათივე თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ სიტყვიერი დაპირება არსებობს. თანამშრომლები ამბობენ, რომ კონკრეტული გეგმა აქვთ.

როგორც ისინი ფიქრობენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან  „რუსთავი 2“ -ის საზოგადოებრივი საბჭო უნდა შეიქმნას, საბჭოს შექმნამდე საკადრო გადაწყვეტილებაზე მორატორიუმი დაწესდეს, არხის მენეჯმენტმა კი აიღოს ვალდებულება, რომ არ შეუშალოს ხელი გადაცემების მომზადებას და არ შეცვალოს სარედაქციო გუნდი, რომელიც რუსთავი 2-ის გუნდის თქმით, ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის. გთავაზობთ რუსთავი 2-ის მიმართვას: 

რუსთავი 2-ში ფინანსური აუდიტი ჩატარდება - პაატა სალია

პაატა სალიას ფინანსური დოკუმენტები უკვე მიაწოდეს

1. მედიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შეიქმნას „რუსთავი 2“ -ის საზოგადოებრივი საბჭო. საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო – ეკა გიგაური, საია – სულხან სალაძე,ს აქართველოს დემოკრატიული ინიციატივა- გიორგი მშვენიერაძე, სამართლიანი არცევნები- მიხელ ბენიძე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია – ნატა ძველიშვილიმედიამკვლევარი – ნინო დანელია, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში და კიდევ თქვენს მიერ შერჩეული ორი წარმომადგენელი, რომელიც მაღალი ნდობით და რეპუტაციით სარგებლობს საზოგადოებაში ამ საბჭოს განხილვისა და დადასტურების გარეშე „რუსთავი 2“-ის ახალმა მენეჯმენტმა ვერ შეძლოს, იმ თანამშრომლების მიღება და გათავისუფლება, რომლებიც ქმნიან და აგებენ პასუხს საზოგადოებრივ პოლიტიკურ კონტენტზე. (მათ შორის წამყვანები, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჟურნალისტები, პროდიუსერები).

2. დაწესდეს მორატორიუმი ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილებაზე ამ საზოგადოებრივი საბჭოს შექმნამდე.

3. არხის ახალმა მენეჯმენტმა აიღოს ვალდებულება და არ განახორციელოს, რაიმე ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის არხის მაღალრეიტინგული გადაცემების მომზადებას და ეთერში გაშვებას. არ შეცვალოს იმ გასართობი გადაცემების წამყვანები და სარედაქციო გუნდი, რომელიც ფორმატით გასართობი ხასიასთისაა, თუმცა საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის,”-ნათქვამია “რუსთავის 2”-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლების ერთობლივ მიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები