მსახიობი ევა ლონგორია, რომელმაც ერთ-ერთი მთავარი გმირის როლი შეასრულა სერიალ „სასოწარკვეთილ დიასახლისებში, მედიამაგნატ ხოსე ანტონიო ბასტონს გაჰყვა ცოლად.
ქორწილი მექსიკაში შედგა, ტბის პირას. წვეულებაზე 200 ადამიანი დაპატიჟეს, ცერემონიალი მზის ჩასვლისას გაიმართა და როგორც სტუმრები ამბობენ, „ყველაფერი ძალიან რომანტიკული იყო“.
საპატარძლო კაბა ვიქტორია ბექჰემმა შექმნა, რომელიც ევას უახლოესი მეგობარია და ქორწილს ქმართან, დევიდ ბექჰემთან ერთად ესწრებოდა.
ეს ლონგორიას მესამე ქორწინებაა. 2002-დან 2004 წლამდე ის დაქორწინებული იყო მსახიობ ტაილერ კრისტოფერზე, 2007 წელს კი ცოლად გაჰყვა კალათბურთელ ტონი პარკერს. წყვილი 2011 წელს დაშორდა, 2015წელს კი ცნობილი გახდა, რომ ევა ბასტონზე დაინიშნა.