ფოტო, რომელზეც დღენაკლული ტყუპები მამას და ძმას სხეულზე ჰყავთ მიკრული, ინტერნეტს იპყრობს. როგორც მედიკოსები აცხადებენ, დღენაკლული ახალშობილის მოვლისა და ფიზიკური გაძლიერებისთვის კარგია “კენგურუს მეთოდი.” იგი გულისხმობს მშობელთან კანის შეხების გზით კონტაქტს, რასაც სასიკეთო ზეგავლენა აქვს ახალშობილზე. სპეციალისტების აზრით, “კენგურუს მეთოდი” ბევრად აღემატება ეფექტურობით მკურნალობის ტრადიციულ მეთოდებს, რომლებსაც ნაადრევი მშობიარობის შემდეგ მიმართავენ.