LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თოვლის ფეხსაცმელების ბილიკი და ულამაზესი ტურისტული თავშესაფრები საქართველოში (ფოტოები)

735
chitakhevi-tourist-shelter-borjomi-kharagauli-national-park-2

მას შემდეგ რაც რუსეთმა, ფაქტობრივად, ტურისტული ემბარგო დაგვიწესა და საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა, ქვეყანაში კამპანიაა „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ანუ Spend Your Summer in Georgia ყოველდღიურად უფრო და უფრო აქტიურდება და მასში კიდევ უფრო მეტი ადამიანი, კომპანია, თუ ორგანიზაცია ერთვება.

ბუნებრივია, ამ კამპანიის აქტიური მხარდამჭერია რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“, რომელიც პერიოდულად გაწვდით ინფორმაციას საქართველოში არსებული ტურისტული სიახლეების, ასევე ყველაზე ცნობილი, თუ ნაკლებად ცნობილი ქართული ტურისტული ლოკაციების შესახებ.

5 პოპულარული, 2 ნაკლებად - ქართული დაცული ტერიტორიები, რომელიც უცხოელებს იზიდავთ

კეთილშობილი ირემი, ფოცხვერი, უჩვეულო მცენარეები და სხვა ბევრი რამ, რაც აუცილებლად უნდა ნახოთ.

ამჯერად გთავაზობთ ინფორმაციას საქართველოში არსებული 3 კონკრეტული ტურისტული თავშესაფრის შესახებ, რომლებსაც შეგიძლიათ მოგზაურობისას, ლაშქრობისას ეწვიოთ და თავი შეაფაროთ. სამივე თავშესაფარი მდებარეობს მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში.

1.ლომის მთის ტურისტული თავშესაფარი

მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. როგორც იცით, აღნიშნულ პარკში სტუმრობა ფასიანია, ამიტომ რეგისტრაციისთვის, ტურისტული თავშესაფრის დასაჯავშად და სხვა მომსახურების მისაღებად უნდა ეწვიოთ/დაუკავშირდეთ ეროვნული პარკის ადმინისტრაციას.

რაც შეეხება ლომის მთის ტურისტული თავშესაფრის ინფრასტრუქტურს ასეთია:

ხის იზოლირებული შენობა;

12 საწოლი;

1 ღუმელი;

წყალი მოიპოვება (გვიანი ზაფხულსა და შემოდგომაზე შეიძლება წყალი დამშრალი იყოს).

ღუმელისთვის საჭირო შეშა მომარაგებულია რეინჯერების მიერ (დამოუკიდებლად ხის ჭრა სასტიკად აკრძალულია). თან იქონიეთ ნაჯახი შეშის დასაპობად.

2.ამარათის ტურისტული თავშესაფარი

მდებარეობს ასევე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. აქ რეგისტრაციისთვის, ტურისტული თავშესაფრის დასაჯავშად და სხვა მომსახურების მისაღებად უნდა ეწვიოთ/დაუკავშირდეთ ეროვნული პარკის ადმინისტრაციას.

ამარათის ტურისტული თავშესაფრის ინფრასტრუქტურა ასეთია:

ხის იზოლირებული შენობა;

12 საწოლი;

1 ღუმელი;

წყალი მოიპოვება.

10 საოცარი ადგილი, რომელიც საქართველოში აუცილებლად უნდა ნახო

თვალისმომჭრელი ნაკლებად ცნობილი ადგილები, რომლებიც შესაძლოა, ჯერ არ გინახავთ

3.ჩითახევის მცველთა თავშესაფარი

ჩითახევის მცველთა თავშესაფარი, ისევე როგორც წინა 2 თავშესაფარი, მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, თოვლის ფეხსაცმელების ბილიკზე. ზღვის დონიდან 1900 მეტრზე. ამ ადგილას მოხვედრა მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი. ის დაახლოებით 10 კილომეტრითაა დაშორებული უახლოესი სამანქანო გზიდან.

ჩითახევის მცველთა თავშესაფარი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, თუ გიყვართ ლაშქრობა, თოვლი, ულამაზესი ბუნება, სადღაც შორს ჩაკარგულ ტყეში ბუხართან ჯდომა და წიგნის კითხვა, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ ამ ადგილს. გაითვალისწინეთ, რომ აქ ზამთარში წყალი არ მოიპოვება ყინვების გამო, შესაბამისად მოგიწევთ თოვლის დადნობა.

ცნობისთვის, ფოტოები და დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ ტურისტულ თავშესაფრებზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებგვერდზე: georgiantravelguide.com. ფოტოებიც აღებულია სწორედ ვებგვერდიდან: georgiantravelguide.com

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები