კომპანიები „ქართული ზეთისხილი“ და KTW ჯგუფი ერთობლივ კომპანიას ქმნიან, რომელიც მსოფლიო ბაზარზე შპს „ქართული ზეთისხილის & KTW.co“-ს სახელით დაიწყებს ფუნქციონირებას.
მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმდა.
თანამშრომლობის პროექტი ქართული ზეთისხილის კულტურის პოპულარიზაციას გულისხმობს, რაც მოიცავს ზეთისხილის ბაღების გაშენებას, ქარხნის მშენებლობას, ზეთისხილის გადამუშვებასა და ქართული ზეთისხილის პოპულარიზაციას მსოფლიო ბაზარზე, რომელზეც მოთხოვნა საკმაოდ მზარდია.
ცნობისთვის, მომდევნო ორი წლის განმავლობაში პარტნიორები ზეთისხილის ბაღების გაშენებას კახეთში, კერძოდ დედოფლისწყაროში ათას ჰექტარზე გეგმავენ.