რუს მოგზაურებს საქართველოში ჩამოსვლა მნიშვნელოვნად გაუძვირდათ. ბილეთების საძიებო სისტემა Biletix-ის ინფორმაციით, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შემდეგ, ავიაბილეთები 13%-ით გაძვირდა.
Biletix-ის გენერალური დირექტორის იგორ კონსტანტინოვის განმარტებით, რიგ შემთხვევაში, ზოგიერთმა ავიაკომპანიამ ბილეთები 30%-ითაც კი გააძვირა, რაც სიხშირეების სიმცირეს უკავშირდება. „რაც უფრო მცირეა სიხშირე, მით უფრო ძვირია ავიაბილეთი”, – აცხადებს Biletix-ის გენერალური დირექტორი.
„ჯორჯიან ეარვეისი“ 8 ივლისიდან თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების განრიგს ცვლის
როგორ მოემსახურება მგზავრებს ავიაკომპანია
ცნობისთვის, ვიდრე რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იყო, ავიაბილეთის ღირებულება (ერთი გზა) 7-8 ათას რუბლს შეადგენდა, დღეისათვის კი დაახლოებით 12 ათასი რუბლი ღირს.