თბილისში, ისნის რაიონში მდებარე ერთ-ერთი მშენებარე კორპუსიდან რამდენიმე წუთის წინ მუშა გადმოვარდა და ის ადგილზე გარდაიცვალა.
რადიო “ფორტუნა” დეტალების გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა და თავადაც არ იციან ზუსტად, რომელი სამშენებლო კომპანიას ეკუთვნის ეს კორპუსი. უწყებიდან გვაცნობეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ წუთებში მიმდინარეობს.
გამოძიება სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.