„ბარსელონას“ ძირითადი შემადგენლობის გამოსასყიდი თანხა 5 მილიარდი ევროა.
საუბარია 11 ფეხბურთელზე, რომელთა ყიდვის მსურველებს ჯამში 5 მლრდ ევროზე მეტის გადახდა მოუწევთ.
ყველაზე დიდი თანხა მიუწერეს ახალწვეულ ანტუან გრიზმანს. მესის გამოსყიდვა მთელი 100 მილიონით იაფია.
„ბარსას“ პოტენციური ძირითადი შემადგენლობა გამოსასყიდი თანხით ასე გამოიყურება:
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი – 180 მლნ ევრო;
ჟორდი ალბა – 500 მლნ ევრო;
სამუელ უმტიტი – 500 მლნ ევრო;
ჟერარ პიკე – 500 მლნ ევრო;
სერხი რობერტო – 500 მლნ ევრო;
სერხი ბუსკეტსი – 500 მლნ ევრო;
ფრენკი დე იონგი – 400 მლნ ევრო;
არტური – 400 მლნ ევრო;
ფილიპე კოუტინიო – 400 მლნ ევრო;
ლიონელ მესი – 700 მლნ ევრო;
ანტუან გრიზმანი – 800 მლნ ევრო.