2019 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 143.6 მილიონი დოლარი შედგინა, რაც 8.5 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
უცხოეთიდან საქართველოში ფულად გზავნილების 93.4% იმ 17 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში მილიონ დოლარს გადააჭარბა. ევროკავშირის ქვეყნებიდან ივნისში საქართველოში 56.78 მილიონი დოლარი გადმოირიცხა.
ფულადი გზავნილების კუთხით კვლავ რუსეთი ლიდერობს. ივნისში რუსეთიდან გადმორიცხულმა თანხებმა 34.78 მილიონი დოლარი შეადგინა, სულ მისი წილი ფულად გზავნილებში 24.22%-ია, თუმცა წლიურ ჭრილში გადმორიცხვები 11. 26%-ით შემცირდა.