LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელტონ ჯონმა ,,მეფე ლომის” ეკრანიზაციის ახალი საუნდტრეკი ჩაწერა – ქსელში კინოსურათის საუნდტრეკ ალბომი გავრცელდა (ვიდეო)

400
Lion-King

ელტონ ჯონმა ,,მეფე ლომის” ეკრანიზაციისთვის ახალი სიმღერა – Never Too Late ჩაწერა. სიახლე ქსელში კინოსურათის საუნდტრეკ ალბომთან ერთად გავრცელდა.

დისკის 19 ტრეკიდან, უმრავლესობის ავტორი სწორედ ლეგენდარული ინგლისელი მუსიკოსი, კომპოზიტორი კი – ჰანს ციმერია.

შეგახსენებთ, რომ ელტონ ჯონი და ჰანს ციმერი ,,დისნეის” საკულტო ანიმაციის ისეთი საუნდტრეკებით, როგორებიცაა: Hakuna MatataCircle of Life და Can You Feel the Love Tonight, 67-ე ,,ოსკარებზე” ,,საუკეთესო ორიგინალური სიმღერის” ნომინაციაში წარადგინეს. მაშინ გამარჯვებულად ეს უკანასკნელი დასახელდა, რომლის ახალ ვერსიას ფილმში ბიონსე და Childish Gambino ასრულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები