LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტუსკმა ივანიშვილს ყველაფერი უთხრა, რაც უნდა ეთქვა – გიორგი კანდელაკი

256
78954268978

საპარლამენტო ოპოზიცია ევროსაბჭოს პრეზიდენტისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას “ფორტუნას” ეთერში აფასებს. “დღის თემაში” “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა ამ შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა.

“კარგია, რომ დონალდ ტუსკი ივანიშვილს შეხვდა. ოფიციალურად ის “ქართული ოცნების” თავმჯდომარეა, მაგრამ რეალურად გადაწყვეტილების მიმღებია. მე დარმწუნებულივარ, ტუსკმა ყველაფერი უთხრა ივანიშვილს, რაც უნდა ეთქვა. ევროსაბჭოს და კონკრეტულად ტუსკს კარგად ესმის ბოლოდროინდელი მოვლენების მნიშვნელობა. მას ესმის, რომ ქართველმა ხალხმა უკმაყოფილება გამოხატა იმ პოლიტიკის მიმართ, რასაც ივანიშვილი რუსეთის მიმართ ატარებს. მეორეა საჯაროდ რა თქვა”. 

კანდელაკი აცხადებს, რომ ოპოზიციას და დონალდ ტუსკს საქართველოს მომავალზე ერთი აზრი აქვთ –  წარმატებულ ქვეყნად შედგომა ნიშნავს, რომ მთავრობები იცვლება რყევების გარეშე, არჩევნების გზით.

“რაც შეეხება ტუსკის მხარდაჭერას, მინდა გითხრათ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მთავრობა წარმოადგენს ზოგადად ქვეყანას, თუმცა მე არასწორად არ გავიგებდი. მე გავიგებდი, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს, როგორც ევროკავშირის გზაზე მდგომ ქვეყანას და მას უნდა დაეხმაროს საქართველოს პრობლემების გამოსწორებში, პრობლემა არის ივანიშვილის ხელისუფლებაა“, – აცხადებს კანდელაკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები