ლუის სუარესი მესამე ფეხბურთელი გახდა მესის და რონალდოს შემდეგ, რომელმაც ლა ლიგის ერთ სეზონში 40 გოლი გაიტანა.
ამასთან, ურუგვაელმა დაამთავრა ლეოს და კრიშტიანოს 6-წლიანი ჰეგემონია „პიჩიჩის ტროფეისთვის“ ბრძოლაში.
აქამდე 40 გოლზე ნაკლები მხოლოდ რონალდოს და მესის არ გაქონდათ (სამ-სამჯერ).
„გრანადასთან“ ბოლო ტურში სუარესმა ჩემპიონატში მეექვსე ჰეთ-თრიკი გაიფორმა. ტოპ-5 ევროპულ ლიგაში არავის გაუტანია ამ სეზონში ერთ მატჩში სამი გოლი სამ შემთხვევაზე მეტჯერ.
წინა ექვს სეზონში პრიმერას საუკეთესო ბომბარდირის პრიზს ან მესი იგებდა (2009/10, 2011/12, 2012/13), ანაც რონალდო (2010/11, 2013/14, 2014/15).
https://www.youtube.com/watch?v=Ow4h7RIabAo