LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტუსკი: საბჭოთა კავშირის დანგრევა პოზიტიური მოვლენა იყო

218
1562325289-ტუსკი-1024x529

ბათუმში მე-16 საერთაშორისო კონფერენცია „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“ მიმდინარეობს, სადაც სიტყვით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი გამოვიდა.

მისი განცხადებით, საბჭოთა კავშირის დანგრევა საქართველოს, პოლონეთის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის პოზიტიური მოვლენა იყო. მისივე თქმით, წელს ევროპის ისტორიის მნიშვნელოვანი თარიღები აღინიშნება.

“საბჭოთა კავშირის კოლაფსის დანგრევა იყო დიდი და პოზიტიური მოვლენა საქართველოს, პოლონეთისთვის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, დარწმუნებული ვარ, თვით რუსეთისთვისაც კი. ეს არის ძალიან სიმბოლური დრო, ვიმსჯელოთ, თუ რა გზა გავიარეთ ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში და როგორ გავაგრძელოთ ეს სვლა,” – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები