LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლის მოსწავლეების წიგნიერების დონე საგანგაშოა

81

წიგნიერება სკოლის მოსწავლეებში ჩვენს ქვეყანაში საგანგაშოა. წიგნიერების თვალსაზრისით ჩატარებულ ორ კვლევას შორის, 2006 და 2011 წლებში, გარკვეული წინსვლა შეინიშნება, საქართველოში 9-10 წლის ბავშვებში, წიგნიერების დონე მაინც საშუალოზე დაბალია.

”თუ წინა ორი კვლევის შედეგებს გადავხედავთ, 2006 წლიდან 20011 წლამდე წიგნიერების ამაღლების დონემ საქართველოში, საშუალო მაჩვენებელს მაინც ვერ მიაღწია. თუ ყოველ 5 წელიწადში მხოლოდ ამ ტემპით წავა განვითარება, საშუალო დონეს მხოლოდ 40 წლის შემდეგ მივაღწევთ, რაც საგანგაშოა” – აღნიშნა რადიო ”ფორტუნასთან” საუბრისას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა.

რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოში ბავშვებში წიგნიერების დონემ მოიმატოს – როგორც მაია მიმინოშვილმა აღნიშნა, პირველ კლასებშივე კომპიუტერების საჩუქრად დარიგება და ამ გზით, თანამედროვე ტექნოლოგიების, ინტერნეტის, ცოდნის ასამაღლებლად გამოყენება მნიშვნელოვანია, თუმცა, პარალელურად, მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის კითხვის გაკვეთილების ცალკე დანერგვა, რაც წაკითხულის აღქმასა და გააზრებას შეუწყობს ხელს.

წელს უკვე მესამედ, წიგნიერების საერთაშორისო კვლევა PIRLS -2016-ში საქართველო 80-მდე სხვა ქვეყანასთან ერთად მონაწილეობს. კვლევაში წელს 7000-მდე მოსწავლეა ჩართული, მათ შორის პირველად, არაქართულენოვანი კონტიგენტი, ამჯერად მასშტაბურ პროექტში აზერბაიჯანულენოვანი სკოლებიც ჩაერთნენ.

წიგნიერების საერთაშორისო კვლევა PIRLS -2016, მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის ახალი კომპონენტის თვალსაზრისითაც – მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, კვლევას წელს დაემატა ePIRLS-ის კომპონენტი, რაც საშუალებას იძლევა, შეფასდეს, რამდენად ეფექტიანად შეუძლიათ მოსწავლეებს ინტერნეტში არსებული ინფორმაციის მოპოვება, გააზრება და სწავლა-განვითარებისათვის გამოყენება.

კვლევის შედეგები, რამდენად გაზრდილია წიგნიერება ბავშვებში, ერთი წლის შემდეგ დაიდება, თუმცა მანამდე, პროექტში არაქართულენოვანი კონტიგენტის ჩართვის საფუძველზე, თავის მხრივ საქართველო დადებს შედეგს, რამდენად იციან მაგალითად ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მოქალაქეებმა ქართული, როგორც სახელწმიფო ენა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები