LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ძაღლების საერთაშორისო გამოფენა ტარდება

73

თბილისში ძაღლების საერთაშორისო გამოფენა ტარდება. მსოფლიო კინოლოგიური კავშირის (WKU) საერთაშორისო ღონისძიებების კალენდარული გეგმის თანახმად 2016 წლის 15 მაისს აღნიშნულ ღონისძიებას სწორედ საქართველოს დედაქალაქი უმასპინძლებს.  გამოფენა მთაწმინდის პარკში გაიმართება, ღონისძიების ორგანიზატორი კი საქართველოს პროფესიონალთა სპორტულ-სამოსამსახურეო კინოლოგიური კავშირია.

საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან.
მსაჯი ექსპერტები:

– ვალენტინა იაკოვლევა /უკრაინა/
-პიოტრ კლოსინსკი /პოლონეთი/
-დომინიკა კლოსინსკაია /პოლონეთი/

ღონისძიება დაიწყება დილის 11:00 საათზე მთაწმიდნის პარკის ცენტრალურ მოედანზე და დასრულდება 17:00 საათზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები