გუშინ საღამოს საფრანგეთში კანის 69-ე კინოფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართა. საზეიმო ღონისძიების სტუმარი უამრავი ვარსკვლავი იყო, მათ შორის – ვიქტორია ბექჰემი და ევა ლონგორია. მართალია, წითელ ხალიჩაზე ერთად არ გამოჩენილან, თუმცა ღონისძიების დასრულების შემდეგ არ გაუშვეს შანსი, კარგად მოელხინათ.
ვიქტორიამ და ევამ მხიარული წვეულების ფოტოები „ინსტაგრამზე“ განათავსეს. ამასთან, მეგობრების მხიარული ღამე პაპარაცებმაც დააფიქსირეს, ლონგორია ღვინოს მიირთმევდა, ბექჰემი კი – ტეკილას.
ამ დროს კი ვიქტორიას ქმარი, დევიდ ბექჰემი ლონდონში შვილებზე ზრუნვით იყო დაკავებული. ფეხბურთის ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ განათავსა მცირე ზომის ვიდეოჩანაწერი, რომელიც შვილთან, ჰარპერთან სეირნობისას გადაიღო.
Creating dreams and blowing the fairies away ❤️
A video posted by David Beckham (@davidbeckham) on