ეკონომისტების ნაწილი ეროვნული ბანკისგან ლარის კურსის დასტაბილურებისთვის ჩარევას ითხოვს. ეკონომიკის დოქტორი ნიკა შენგელია ლარის რეკორდულ გაუფასურების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ ასეთ სიტუაციაში ეროვნულმა ბანკმა მცირედი ინტერვენციებით უნდა იმოქმედოს.
„მთავრობა კი შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს თუ არ აღმოფხვრის, ლარის კურსი ახალ წონასწორობის ნიშნულზე, 3-ზე დაფიქსირდება”, – აცხადებს შენგელია. ის ამბობს, რომ ფაქტობრივად მოლოდინები რეალობაში გადავიდა, ექსპორტი გაჩერდა, ლარსის საზღვარზე დიდი რიგებია. თანხა, რაც ქვეყანაში უნდა შემოსულიყო აღარ შემოდის.
როდესაც ვიცით, რომ რაღაც პროდუქცია ხვალ გაძვირდება, დღეს ვყიდულობთ და მოთხოვნის შესაბამისად, იზრდება ფასიც - დოლარიც ასეთი ჩვეულებრივი პროდუქტია.
ამ მთავარი შეცდომის მიზეზებს ვიმკით - გიორგი კეპულაძე ლარის კურსის პანიკაზე
მისი განმარტებით, ქვეყანა რამდენიმე დღეში გაძვირების მორიგ ტალღას მიიღებს. უფრო მეტიც, კურსი 2.85-იან ნიშნულზეც რომ დასტაბილურდეს, აგვისტო-სექტემბერში დენის და გაზის ტარიფების გადაანგარიშებები თავიდან მოხდება.
„ამას კომპანიები მოითხოვენ. რუსეთი ყველა ღონეს იხმარს, რომ აზერბაიჯანულ გაზზე ფასები გაძვირდეს,“— აღნიშნავს შენგელია.