LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისტენ სტიუარტმა ვამპირის ამპლუა მოირგო (ფოტო)

160

კრისტენ სტიუარტი კანის კინოსფესტივალზე იმყოფება, სადაც უკვე დაესწრო ვუდი ალენის ფილმის პრემიერას. ამჯერად 26 წლის ვარსკვლავი Vanity Fair-ის მიერ მოწყობილ წვეულებაზე გამოჩნდა, სადაც ყურადღება მისმა ახალმა იმიჯმა მიიქცია. მსახიობი შავ ანსამბლში წარდგა ფოტოგრაფებთან. მკვეთრი მაკიაჟითა და ახალი თმის ფერით ის ვამპირს ჰგავდა  Twilight-ის ცნობილი ფილმების სერიიდან. სწორედ ეს შეფასება მისცეს მოდის კრიტიკოსებმა სტიუარტის ახალ იმიჯს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა , რომ კრისტენ სტიუარტი მეგობარ გოგონას, მუსიკოს სოკოს დაშორდა. ამ ინფორმაციის გავრცელებიდან ცოტა ხანში მსახიობი ჯოდი ფოსტერის ვარსკვლავის გახსნას დაესწო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები