LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი შვილების მეგობარ კამბოჯელებს სწავლას უფინანსებს (ფოტო)

150

ანჯელინა ჯოლიმ საკუთარი შვილების კამბოჯელი მეგობრები „იშვილა“ და კერძო სკოლაში სწავლას უფინანსებს.

მსახიობის შვილები 16 წლის ლეიდა შოუნსა და მის და-ძმებს კამბოჯაში ანჯელინას ფილმის გადაღებისას დაუმეგობრდნენ. ოჯახში 12 და-ძმაა, მათი ასაკი 16 თვიდან 19 წლამდეა და ქალაქის გარეუბანში, პატარა ქოხში ცხოვრობენ.

ანჯელინას შვილებს მათთვის საკვები მიჰქონდათ, ყიდულობდნენ ტანსაცმელს, ველოსიპედებს, სათამაშოებს.

„სკოლა ჩვენგან ძალიან შორს იყო, არ შემიძლია იქამდე ფეხით მისვლა,“ – განუცხადა „დეილი მეილს“ 16 წლის კამბოჯელმა ლეიდამ.

„ამასთან, საჯარო სკოლაში სწავლა ფასიანია, ყველა საგანში ყოველთვიურად 5 დოლარია გადასახდელი, ეს თანხა კი ჩემი ოჯახისთვის ძალიან დიდია. თუმცა, ძალიან მინდა ვისწავლო, რომ სხვებისთვისაც სამაგალითო გავხდე,“ – ამბობს ლეიდა.

ახლა კი გოგონას ოცნება ჯოლი-პიტის ოჯახმა აუხდინა. ლეიდა და მისი და-ძმები კამბოჯაში ნიუ-იორკის საერთაშორისო სკოლაში სწავლობენ, სკოლა ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

ყოველ დილას 6.45 საათზე ლეიდა და მისი სასკოლო ასაკის 7 და-ძმა უნიფორმებში გამოწყობილები სხდებიან ავტობუსში და სკოლაში მიდიან. ბავშვები კვირაში 5 დღეს სწავლობენ. ისინი უკვე საუბრობენ ინგლისურად. რაც ყველაზე მთავარია, ბავშვებს აღარ უწევთ ღამით ქუჩებში ხეტიალი, რომ ტურისტებს დახმარება სთხოვონ.

„დეილი მეილის“ წყარო, რომელიც ოჯახთან არის დაახლოებული, ამბობს:

„სკოლაში სწავლა ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწავლა აძლევს მათ იმედს, რომ მომავალი უკეთესი იქნება. ლეიდა ყოველთვის ჭკვიანი იყო და მოახერხა, თავად ესწავლა ინგლისური, მაგრამ 16 წლისაა და ბევრი შრომა უწევს, რომ თანაკლასელებს არ ჩამორჩეს, რადგან სხვა ბავშვებს უფრო საფუძვლიანი ცოდნა აქვთ მიღებული“.

ბავშვების ახლობლები შიშობდნენ, რომ სხვა მოსწავლეები მათ აითვალწუნებდნენ, რადგან პრესტიჟულ სკოლაში მხოლოდ მაღალი წრეების წარმომადგენლები სწავლობენ. შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა და ანჯელინას “შვილობილებს” ახლა სკოლაში უამრავი მეგობარი ჰყავთ.

340FE8CB00000578-3586054-School_The_40_year_old_Wanted_star_and_her_children_are_helping_-a-3_1463025536223

340FE84300000578-3586054-To_class_we_go_Leida_16_and_her_sisters_and_brothers_have_class_-a-9_1463025536229

340FEA0300000578-3586054-Beyond_borders_Angelina_was_moved_that_her_children_had_taken_th-a-6_1463025536226

34106FA100000578-3586054-Fine_things_Shiloh_and_her_minder_paid_200_for_children_s_clothe-a-13_1463025536234

3410706C00000578-3586054-Her_new_siblings_Shiloh_had_fun_meeting_the_kids_in_Siem_Reap_Ca-a-4_1463025536224

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები