ეთნოგრაფიულ მუზეუმში ვაზის უნიკალური ჯიშები გაშენდა. როგორც ”ფორტუნას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ქართული უნიკალური ენდემური ვაზის ჯიშები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრისა და საპატრიარქოს მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით გაშენდა.
მუზეუმის ტერიტორიაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ამსახველ საკარმიდამო ზონებში ამ რეგიონებისთვის დამახასიათებელი ვაზის წამყვანი ჯიშები დაირგო.
როგორც უწყებაში აცხადებენ, პროექტის ერთ-ერთი მიზანი, უცხოელი სტუმრებისთვის ქართული რვაათასწლიანი უნიკალური კულტურული მემკვირდეობის გაცნობა და მევენახეობა-მეღვინეობის პოპულარიზაციაა.