ზაფხულის სეზონისთვის ურეკის კურორტი ახალი მანქანებით დასუფთავდება. როგორც ”ფორტუნას” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ურეკი-შეკვეთილის 14 კილომეტრიან სანაპირო ზოლს 3 ახალი თანამედროვე ნაგავმზიდი მოემსახურება.
სპეცტექნიკის გამოყენებით, ქვიშის პლაჟზე, 20 სანტიმეტრის სიღრმიდან მყარი ნარჩენების ამოღებაა შესაძლებელი. ნაგავმზიდებით სანაპირო ზოლი კვირაში რამდენჯერმე დასუფთავდება.
ახალი სპეცტექნიკა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ ერთად დაათვალიერეს და გამოსცადეს.