ესპანეთის თასი შესაძლოა, ახლებურად ჩატარდეს – LFP განიხილავს ოთხთა ფინალის მოწყობის შესაძლებლობას.
ამ შემთხვევაში, ნახევარფინალები და ფინალი ერთ ქალაქში გაიმართება. ნახევარფინალები კვირის შუაში, ხოლო ფინალი უიქენდზე მოეწყობა.
სხვათა შორის, კლუბები ამ იდეას მხარს უჭერენ. ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ოთხი სხვადასხვა კლუბის ფანები ერთ ქალაქში იქნებიან. ფეხბურთის ფედერაციაც დადებითაც შეხვდა ინიციატივას.